Accessibility links

logo-print

პაკისტანში ისევ მოეწყო უპილოტო თვითმფრინავის იერიში


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა განახორციელა იერიში, რომელმაც, სულ ცოტა, სამი სავარაუდო ისლამისტი მეამბოხე შეიწირა ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში. რაკეტები ესროლეს ავტომანქანას სამხრეთ ვაზირისტანში, სადაც პაკისტანელი ჯარისკაცები ებრძვიან ალ-ყაიდის და თალიბანის მებრძოლებს. ვაშინგტონი ოფიციალურად არ აღიარებს, რომ პაკისტანში იყენებს უპილოტო თვითმფრინავებს, მაგრამ ითვლება, რომ ის ახორციელებს დარტყმებს ექსტრემისტებზე, რომლებიც ცდილობენ პაკისტანიდან ავღანეში გადასვლას, იქ აშშ-ისა და ნატოს ჯარებთან საბრძოლველად. ასევე პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთში მდებარე სინდის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა იერიში მოაწყეს და ცეცხლი წაუკიდეს შვიდ სატვირთო მანქანას, რომლებსაც საწვავი მიჰქონდათ ავღანეთში ნატოს ძალებისათვის. იერიშის დროს ოთხი ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG