Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ განცხადება გაავრცელა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით


ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან შეთავაზებულ საარჩევნო წინდადებებს არ დათანხმდნენ, დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ეროვნული ფორუმი, საქართველოს გზა, თავისუფალი დემოკრატები და ხალხის, რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო კომპანია Smartmatic-ის დასკვნით, ამომრჩეველთა სიის შედგენას წინასწარი რეგისტრაციისა და ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე სჭირდება არა ასობით მილიონი დოლარი და რამდენიმე წელი, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებდა, არამედ მაქსიმუმ 8 მილიონი და 4-6 თვე. ”ხელისუფლებამ დღეიდან დაიწყო ბიომეტრიული მონაცემებით პირადობის ახალი მოწმობების გაცემა. ამასთან, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად, დათანხმდა ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, რაც თავად არასწორად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ არც ხელისუფლებას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას აღარ რჩებათ არგუმენტები, რომ უარი თქვან ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციაზე”, - ნათქვამია 6 ოპოზიციური პარტიის განცხადებაში. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე ფართო პოლიტიკური კონსესუსის მიღწევას შესაძლოა, ხელი შეუშალოს ერთადერთმა მიზეზმა - ამომრჩეველთა ზუსტი და სანდო სიების შესაქმნელად ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობამ.
XS
SM
MD
LG