Accessibility links

ნორვეგიაში პოლიციის საგანგებო შენაერთი გამოიძიებს 22 ივლისის თავდასხმებს


ოსლოს პოლიციის განცხადებით, იქმნება საგანგებო შენაერთი 22 ივლისს მოწყობილი თავდასხმების გამოსაძიებლად. პოლიცია ამბობს აგრეთვე, რომ კუნძულ უტოიაზე შეაგროვა ტელეფონები, ფოტოაპარატები და კომპიუტერები, რასაც გამოძიებისათვის გამოიყენებს. პროკურორმა პაალ-ფრედრიკ ჰიორტ კრაბიმ, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში გავრცელდება ინფორმაცია ახალი საგანგებო შენაერთის სტრუქტურის შესახებ. ულტრამემარჯვენე ექსტრემისტმა ანდერს ბერინგ ბრეივიკმა კუნძულ უტოიაზე დახოცა 69 ადამიანი მას შემდეგ, რაც ოსლოში მოაწყო აფეთქება, რომელმაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG