Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზების ნაწილს სურს დედაქალაქის სახელის შეცვლა


ყირგიზი პოლიტიკოსის, ტოკტაიმ უმეტალიევას განცხადებით, დაწყებულია კამპანია, ყირგიზეთის დედაქალაქისთვის სახელის შეცვლის მომხრეთა ხელმოწერების შესაგროვებლად. როგორც უმეტალიევა ამბობს, მთელი რიგი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები ემხრობიან ბიშკეკისთვის მანასის - ყირგიზთა ლეგენდარული ეროვნული გმირის სახელის დარქმევას. მანასის სახელი უკვე 1000 წელია უკვდავყოფილი ყირგიზულ ფოლკლორში. უმეტალიევას განცხადებით, კამპანიის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ 1 სექტემბრამდე მოგროვდება 10 000-მდე ხელმოწერა, რის საფუძველზეც პარლამენტი განიხილავს ამ ინიციატივას.
XS
SM
MD
LG