Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აშშ-ს მოიხსენიებს მსოფლიო ეკონომიკის „პარაზიტად“


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს დღეს ბრალად დასდო, რომ მსოფლიო ეკონომიკის „პარაზიტივით“ იქცევა დიდი ვალების დაგროვებით, რაც საფრთხეს უქმნის გლობალურ საფინანსო სისტემას. როგორც პუტინმა განაცხადა კრემლის მხარდამჭერი ახალგაზრდების ჯგუფთან შეხვედრაზე, დოლარს უნდა ჩაენაცვლოს „სხვა სარეზერვო ვალუტა“. შეხვედრა გაიმართა ცენტრალურ რუსეთში მდებარე სელიგერში. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვირას საღამოს გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება დეფოლტის თავიდან ასაცილებლად და რომ შეთანხმება ითვალისწინებს ბიუჯეტის დასაზოგ მკვეთრ ზომებს ვაშინგტონის დავალიანების შესამცირებლად.
XS
SM
MD
LG