Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი სამხრეთი ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე ალაპარაკდა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს, რომ სამხრეთი ოსეთი შესაძლოა შეურთდეს რუსეთს. ამის შესახებ რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ იწყება. თუმცა, როგორც საზაფხულო ბანაკ „სელიგერ -2011“-ის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა პუტინმა, „ამისათვის გარკვეული პირობებია საჭირო.“ რამდენიმე დღის წინ, იაპონელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკა სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილავს რუსეთს და მასთან ერთად სამოკავშირეო სახელმწიფოს შენება აქვს განზრახული.
XS
SM
MD
LG