Accessibility links

logo-print

თბილისში ევროკავშირის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა


დევიზით: "დაიცავით ადვოკატები სააკაშვილის რეჟიმისაგან” თბილისში, ევროკავშირის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა ადვოკატთა ასოციაციამ. მისი წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში დაცვის უფლება ირღვევა, დაუცველი ადვოკატები კი ბრალდებულთა ინტერესებს ვერ დაიცავენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ადვოკატ რამინ პაპიძეს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მანდატურთან კონფლიქტში დაადანაშაულა და გასულ კვირაში შეუფარდა 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. თავად ადვოკატმა, რომელიც გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს, პროტესტის ნიშნად ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG