Accessibility links

logo-print

„გოლდენ კომი“ ტელეანძის შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა


კომპანია „გოლდენ კომი,“ რომელმაც სატელევიზიო ანძა 4 წლით უნდა მართოს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 11 ივლისს, ანუ ელექტრონული აუქციონის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა. იურიდიული მისამართის მიხედვით, აღმაშენებლის ხეივნის მე-5 კილომეტრზე მდებარე კომპანია „გოლდენ კომის“ დირექტორი და მისი 100%–იანი წილის მფლობელი ვასილ ბოლაშვილია. მანამდე ის რეგისტრირებული იყო როგორც ინდივიდუალური მიწარმე და ნაციონალური მოძრაობის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ფიგურირებს ნუსხაში იმ პირებისა, რომლებმაც შარშან მამრთველ პარტიას ფულადი შემოწირულობა გადასცეს.
XS
SM
MD
LG