Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიამ სირიიდან ელჩი გაიწვია


იტალიამ დღეს კონსულტაციის მიზნით სირიიდან თავისი ელჩი გაიწვია და ამის მიზეზად სირიის რეჟიმის მხრიდან სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გატარებული „შემაძრწუნებელი რეპრესიები“ დაასახელა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ იტალია ევროკავშირის ყველა წევრს მოუწოდებს ელჩების გაწვევისკენ იმ ფონზე, როცა სირიაში რეჟიმი აძლიერებს ზეწოლას ანტი-სამთავრობo დემონსტრაციებზე. ორშაბათს, მუსულმანთა წმინდა თვის - რამადანის- პირველ დღეს სირიაში უსაფრთხოების ძალებმა გააგრძელეს ძალადობრივი ზეწოლა დემონსტრანტებზე. გასული კვირის ბოლოს უსაფრთხოების ძალები ტანკებით შევიდნენ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში მდებარე ქალაქ ჰამაში და შენობებს ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლის რაოდენობა დიდია. გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს უნდა გააგრძელოს სირიის კრიზისზე მსჯელობა.
XS
SM
MD
LG