Accessibility links

logo-print

ნატო კოსოვოში დამატებით სამხედროებს გზავნის


ნატო კოსოვოში დამატებით სამხედრო ძალას გზავნის - რეგიონში ძალადობის ესკალაციის ფონზე. თუმცა ალიანსი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება გასული კვირის შეტაკებებს - რომელიც გამოიწვია კოსოვოს პოლიციის მიერ სერბიასთან ორი გამშვები პუნქტის დაკავებამ. ნატოს თქმით, პერსონალის რაოდენობის გაზრდის მიზანია საქმის შემსუბუქება კოსოვოში უკვე მყოფი ნატოს ძალებისთვის - 6,000-მდე სამხედროსთვის. ნატოს დამატებითი კონტინგენტის ზომა არ დაუკონკრეტებია. გასულ კვირაში ეთნიკურ სერბებთან შეტაკებებს ერთი ეთნიკური ალბანელი პოლიციელი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG