Accessibility links

რუსეთში მაგნიტსკის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო


რუსეთის გენპროკურატურამ განაახლა თაღლითობის ბრალდების შემცველი საქმის გამოძიება ფონდ Hermitage Capital-ის იურისტის, სერგეი მაგნიტსკის ირგვლივ - რომლის ციხეში სიკვდილსაც საერთაშორისო რეზონანსი და მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებას წინ უსწრებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელს ხდის გარდაცვლილი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებას. მაგნიტსკის მომხრეები აცხადებენ, რომ ადვოკატს წინასწარი პატიმრობის საკანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაზე უარი უთხრეს, რამაც გამოიწვია კიდეც 37 წლის ადვოკატის სიკვდილი 2009 წლის ნოემბერში. მაგნისტკი, რომელსაც პროკურატურა გადასახადებისგან თავის არიდებაში და თაღლითობაში ადანაშაულებს, აცხადებდა, რომ პოლიციის ოფიცრების მიერ მასშტაბური საგადასახადო მაქინაციები და კორუფციული გარიგებები გამოავლინა.
XS
SM
MD
LG