Accessibility links

logo-print

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა სესხის ლიმიტის გაზრდა


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის სამთავრობო ვალზე დაწესებული ლიმიტის გაზრდას ითვალისწინებს და ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის ისტორიაში პირველი სამთავრობო დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, კანონპროექტს ორშაბათს უყარა კენჭი. ახლა კი ეს ზომა - რომელიც ლიმიტის ამჟამინდელი 14.3 ტრილიონიდან გაზრდას ითვალისწინებს - სენატმა უნდა დაამტკიცოს, სადაც უმრავლესობას დემოკრატები შეადგენენ. როგორც ვარაუდობენ, სენატი ამას სამშაბათს საღამოს გააკეთებს. ამერიკელ კანონმდებლებს სესხის ლიმიტის გაზრდის საბოლოო დამტკიცებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. ექსპერტების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალიდან აშშ-ის მთავრობას აღარ ექნება საკმარისი თანხები საიმისოდ, რომ ყველა თავისი ხარჯი დაფაროს - რაც როგორც აშშ-ის, ისე გლობალურ ეკონომიკას მწვავე პრობლემებს შეუქმნის. კანონპროექტის თანახმად, სესხზე ლიმიტი დაახლოებით 2.4 ტრილიონი დოლარით გაიზრდება, საბიუჯეტი ხარჯები კი მომავალი 10 წლის განმავლობაში კი 2.1 ტრილიონით უნდა შემცირდეს.
XS
SM
MD
LG