Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სესხის გარშემო ციებ-ცხელება დასრულდა


აშშ-ის სენატმა დამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის სამთავრობო ვალზე დაწესებული ლიმიტის გაზრდას ითვალისწინებს და ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის ისტორიაში პირველი სამთავრობო დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. მანამდე კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. სანამ ის კანონის ძალას შეიძენდეს, კანონპროექტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაეგზავნება ხელის მოსაწერად.

კანონპროექტის თანახმად, სესხზე ლიმიტი, რომელიც ამჟამად 14,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს, დაახლოებით 2.4 ტრილიონი დოლარით გაიზრდება, საბიუჯეტი ხარჯები კი მომავალი 10 წლის განმავლობაში კი 2.1 ტრილიონით უნდა შემცირდეს.
XS
SM
MD
LG