Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი "არ ეწინააღმდეგება" გაეროს რეზოლუციას სირიის შესახებ


რუსეთის განცხადებით, ის არ ეწინააღმდეგება გაეროს რეზოლუციას, რომელშიც დაგმობილი იქნება ძალადობა სირიაში, თუ რეზოლუციაში არ შევა სანქციები და სხვა სახის "ზეწოლა". ამ შინაარსსის განცხადება გაკეთდა გაეროს უშიშრეობის საბჭოს კონსულტაციებთან დაკავშირებით. კოლნსულტაციები მეორე დღეა, იმართება სირიაში სისხლისღვრაზე გავრცელებულ მორიგ ცნობებზე მოსალაპარაკებლად. იუწყებიან აგრეთვე, რომ იტალიამ კონსულტაციებზე გაიწვია სირიაში თავისი ელჩი. გავრცელებული ცნობებით, დღეს სულ ცოტა ხუთი ადამიანი იქნა მოკლული სირიის ქალაქ ჰამაში, უშიშროების ძალების ოპერაციის დროს.
XS
SM
MD
LG