Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს პოლონეთის დასკვნას ავიაკატასტროფაზე


რუსეთში 2010 წლის აპრილის ავიაკატასტროფის გამომძიებელი კომისია უარყოფს პოლონეთში მომზადებულ ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს შორის იყო რუსი დისპეჩერების დამაბნეველი მითითებებიც. ავარიის მიზეზების დამდგენი სახელმწიფოთაშორისო კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი მოროზოვმა პრესკონფერენციაზე დაბეჯითებით განაცხადა, რომ დისპეჩერები ზუსტ მითითებებს აძლევდნენ პოლონელ მფრინავებს. მისივე თქმით, სმოლენსკის აეროპორტში, პოლონელი გამომძიებლების დასკნვაში ასახული ვითარებისაგან განსხვავებით, ნორმალურად ფუნქციონირებდა რადარი და განათება. ავიაკატასტროფამ, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს მოხდა დასავლეთ რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან, შეიწირა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და თვითმფრინავში მასთან ერთად მყოფი 95 ადამიანი, მათ შორის კაჩინსკის მეუღლე. პოლონეთის სამთავრობო კომისიამ პარასკევს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია ავარიის მიზეზები, მათ შორის სმოლენსკის აეროპორტში მყოფი დისპეჩერების უზუსტო მითითებები.
XS
SM
MD
LG