Accessibility links

logo-print

ადვოკატთა ასოციაციამ საპროტესტო აქცია გამართა


ადვოკატთა ასოციაციამ საპროტესტო აქცია გამართა თბილისში, ევროსაბჭოს წარმომადგენლობასთან და ორგანიზაციას მოუწოდა დაკავებული ადვოკატების საქმეებზე რეაგირებისკენ. ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს ევროკონვენციის მეექვსე მუხლის დაცვა პატიმრებთან, ადვოკატებთან და ყველა იმ ადამიანთან მიმართებით, რომელსაც სასამართლოსთან შეხება აქვს. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის თქმით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა საქართველოში ადვოკატების ინსტიტუციონალური დევნა დაადასტურა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას პასუხს არავინ სთხოვს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს გადასცეს დაკავებული ადვოკატების სია და რეაგირება ერთი თვის ვადაში ითხოვეს.
XS
SM
MD
LG