Accessibility links

logo-print

ციხეებში არსებული მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს


არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარების გამო. 12 ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის საგრძნობლად მომატებამ პატიმრების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა. განცხადების თანახმად, საკნები არ არის აღჭურვილი ვენტილაციის სისტემით და ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემებია წყალმომარაგებისას, რის გამოც პატიმრების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა იმ პატიმრებისა, რომლებიც სასჯელს დახურული ტიპის დაწესებულებაში იხდიან. ერთობლივი განცხადების ხელმომწერი 12 ორგანიზაცია დასახელებული პრობლემebის დაუყოვნებლივ მოგვარებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან მოითხოვს.
XS
SM
MD
LG