Accessibility links

მუბარაკი ყველა ბრალდებას უარყოფს


ეგვიპტის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰოსნი მუბარაკმა, კაიროში დღეს დაწყებულ სასამართლო პროცესზე მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო. 83 წლის მუბარაკს ბრალი ედება კორუფციაში და თებერვალში, მისი 30-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დახოცვის ბრძანების გაცემაში. მუბარაკი - რომელიც, მისი ადვოკატების თქმით, მძიმედ არის ავად - სხდომის განმავლობაში საავადმყოფოს საკაცეზე იწვა და გისოსებით შემოღობილი ოთახიდან ლაპარაკობდა. საპროტესტო აქციების მონაწილეთა დახოცვის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მუბარაკს შეიძლება სიკვდილით დასჯა შეუფარდონ. სასამართლოს წინაშე დღეს მუბარაკის შვილები, გამალი და ალააც წარსდგნენ - რომლებიც ასევე უარყოფენ გაფლანგვის ბრალდებას. მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციის კიდევ ექვსი ყოფილი მაღალჩინოსანი.
XS
SM
MD
LG