Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ ჰამის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ სამხედროები იერიშს აძლიერებენ


სირიიდან მოსული ცნობების თანახმად, ჯარი ტანკების გამოყენებით განაგრძობს იერიშს ქალაქ ჰამაზე - რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო გამოსვლების ერთ-ერთი ცენტრი იყო. ქალაქის მცხოვრებთ დღეს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. არის ცნობები, რომ ტანკებმა ქალაქის ცენტრში მდებარე მთავარი მოედანი დაიკავეს. ჰამაზე ჯარის შეტევა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მოკლულია ბევრი სამოქალაქო პირი. უფლებადამცველების ცნობით, მას შემდეგ რაც ხუთი თვის წინ სირიაში ანტი-სამთავრობო გამოსვლები დაიწყო, საერთო ჯამში 1,700-მდე ადამიანი იქნა მოკლული. ჰამის წინააღმდეგ მიმდინარე იერიში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე კრიტიკას იწვევს. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს და იმსჯელებს როგორ უპასუხოს ძალადობას. სამშაბათს საბჭომ ვერ შესძლო რეზოლუციის ტექსტში გამოყენებულ ფორმულირებაზე შეთანხმება.
XS
SM
MD
LG