Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალურ ბაზრებზე აქციების ვარდნა აღირიცხა


გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე აქციების ვარდნა აღირიცხა იმ ფონზე, როცა კვლავ რჩება შიშები აშშ-ის ეკონომიკის მომავალზე - იმის მიუხედავად, რომ ამ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ შესძლო თავიდან აერიდებინა დეფოლტის საფრთხე. ევროპის ბაზრები დღეს აქციების ვარდნის ფონზე გაიხსნა - მას შემდეგ, რაც საშაბათს აზიისა და აშშ-ის სააქციო ბირჟებმა მსხვილი დანაკარგები განიცადეს. აშშ-ის პრეზდიენტმა, ბარაკ ობამამ, ხელი მოაწერა კანონს აშშ-ის ფედერალურ სესხზე დაწესებული ლიმიტის გაზრდის შესახებ. პრეზიდენტმა ეს სულ რამდენიმე საათით ადრე გააკეთა იმ დრომდე, როცა, ექსპერტების ვარაუდით, აშშ-ის მთავრობას ფული შეუმცირდებოდა და ვეღარ შესძლებდა ყველა ხარჯის დაფარვას. საინვესტიციო რეიტინგების თვალსაზრისით, აშშ ჯერ კიდევ ინარჩუნებს უმაღლეს შეფასებას - თუმცა, ზოგიერთი შეფასებით, ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაუარესდეს, აშშ-ის ეკონომიკის მომავალთან დაკავშირებული ზოგადი შეშფოთების გამო.
XS
SM
MD
LG