Accessibility links

logo-print

საფრანგეთი ადასტურებს ნორიეგას ექსტრადიციას


საფრანგეთის მთავრობა ადასტურებს, რომ პანამის ყოფილი დიქტატორის, მანუელ ნორიეგას პანამაში ექსტრადიციას გეგმავს - სადაც მას ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნორიეგას - რომელსაც ფულის გათეთრების გამო საფრანგეთში შვიდი წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა - ეს გადაწყვეტილება უკვე შეატყობინეს. ნორიეგას ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. ყოფილი სამხედრო გენერალი, ნორიეგა პანამას ექვსი წლის განმავლობაში მართავდა - სანამ მას 1989 წელს პანამაში აშშ-ის ინტერვენციის შედეგად ჩამოაგდებდნენ. მისი საფრანგეთში ექსტრადიცია შარშან განხორციელდა. მანამდე ის 15 წლის მანძილზე აშშ-ში იხდიდა სასჯელს, ნარკოტიკების კონტრაბანდის და ფულის გათეთრების ბრალდებებით. პანამაში ნორიეგას ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდების გამო 20 წლით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. ის იქ უკვე მომავალ თვეში შეიძლება დააბრუნონ.
XS
SM
MD
LG