Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ოპოზიცია ვაშინგტონში საელჩოს აღადგენს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მან ვაშინგტონში ლიბიის საელჩოს აღდგენის უფლება გასცა - რომელსაც მუამარ კადაფის რეჟიმთან მებრძოლი, ოპოზიციური, დროებითი საბჭო უხელმძღვანელებს. გავრცელებული ცნობებით, ლიბიის საელჩოს გადაეცემა ის 13 მილიონ დოლარამდე მოცულობის აქტივები, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ გაყინული იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, საელჩოს აღდგენის თაობაზე დროებითი ეროვნული საბჭოს თხოვნის დაკმაყოფილებას წინ უსწრებდა ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ბენღაზიში გამაგრებული ოპოზიციის ლიბიის ლეგიტიმურ მმართველ ძალად ოფიციალურად აღიარება. მუამარ კადაფი კვლავ ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას - გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ნატოს საჰაერო შეტევების ფონზე, რომელთა მიზანს ლიბიელი სამოქალაქო პირების კადაფის ძალებისგან დაცვა წარმოადგენს. ლიბიის ოპოზიციამ, რომელიც ახლა ლიბიის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებს, კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა თებერვალში დაიწყო.
XS
SM
MD
LG