Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში დაიწყო უფლებადამცველების კამპანია ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით


აზერბაიჯანში რამდენიმე უფლებადამცავი ორგანიზაცია ჩაერთო კამპანიაში, რომლითაც, 2012 წელს ბაქოში ევროვიზიის კონკურსის დაწყებამდე, ყურადღებას ამახვილებენ აზერბაიჯანში უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე. კამპანია სახელწოდებით „სიმღერები თავისუფლებაზე არათავისუფალ ქვეყანაში“ დაიწყო გასულ კვირაში. მისი მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, დაუშვას მედიის თავისუფლება და მოუხსნას შეზღუდვები დემონსტრაციების გამართვის მსურველებს. კამპანიის მონაწილეები აპირებენ საჯარო დებატების გამართვას, პლაკატების და სხვა მასალების დაბედჭვა-გავრცელებას და მხარდაჭერას სთხოვენ ბაქოში ევროვიზიის ფინალის საროგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს, აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას.
XS
SM
MD
LG