Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს ძალადობას სირიაში


გაეროს უშიშროების საბჭო გმობს სირიის ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას. ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო რეზოლუციაზე შეთანხმება და მისი პოზიცია აისახა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებაშ., რომელიც თავისი მნიშვნელობით, რეზოლუციაზე ნაკლებია და არ ითვალისწინებს სანქციების განსაზღვრას. განცხადებაში, რომელიც წაიკითხა გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა მორიგე თავმჯდომარემ, გაეროში ინდოეთის ელჩმა ჰარდიპ სინხ პურიმ, მოთხოვნილია სირიაში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. უშიშროების საბჭოს ასეთი განცხადების მიღება საჭიროებს საბჭოს 15-ვე წევრის მხარდაჭერას. ლიბანს, რომელიც სირიის მეზობელი და მოკავშირეა, არ დაუბლოკავს განცხადება, მაგრამდაიწყო პროცედურა, ტექსტიდან თავისი დისტანცირების დასაფიქსირებლად. უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, ტანკები და ჯარისკაცები შეიჭრნენ ქალაქ ჰამაში. თვითმხილველების ცნობით, ჰამას, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ეპიცენტრია, დღეს რაკეტები დაუშინეს, როცა ჯარისკაცებმა დაიკავეს ქალაქის ცენტრში მდებარე ასის მოედანი. იერიშის მეოთხე დღეს კვლავინდებურად შეწყვეტილია ჰამისთვის ელექტროენერგიის, წყლის მიწოდება, არ აღდგენილა არც სატელეფონო კავშირი. კვირის შემდეგ სირიის ჯარებმა ჰამაში ათობით სამოქალაქო პირი დახოცეს. დაღუპულების რიცხვი 100-ს აღწევს, მაგრამ ძნელია ზუსტი რიცხვის დადგენა.
XS
SM
MD
LG