Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ სომალის კიდევ სამი რეგიონი გამოაცხადა შიმშილის ზონებად


გაერომ სომალის კიდევ სამი რეგიონი გამოაცხადა შიმშილის ზონებად, რითაც კიდევ უფრო გაიზარდა ტერიტორია, რომელზეც აღირიცხება საკვების უკმარისობისა და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები. ეს მაჩვენებლები აღრიცხულია დედაქალაქ მოგადიშუს ლტოლვილთა ბანაკებშიც. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, მომდევნო ოთხიდან-ექვსამდე კვირაში შიმშილის ზონა, სავარაუდოდ, გავრცელდება ყველა რეგიონზე სამხრეთ სომალიში და ვითარების გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის მიმდინარე წლის დეკემბრამდე. გაეროს მონაცემებით, სომალიში, რომლის მოსახლეობაც 7,5 მილიონს შეადგენს, 3,7 მილიონი ადამიანი იმყოფება კრიზისულ ვითარებაში, მათგან 3,2 მილიონს, გაეროს განცხადებით, დაუყოვნებლივ ჭირდება დახმარება, რათა სიკვდილს გადაურჩეს. სომალიში შექმნილი ვითარების მიზეზებს შორის ასახელებენ ბოლო 60 წლის უმძიმეს გვალვას.
XS
SM
MD
LG