Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს მთავრობა უარყოფს ნატოსა და სერბებს შორის შეთანხმებას


კოსოვოს მთავრობა უარყოფს ნატოს სამშვიდობო ძალებსა და ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბების უმცირესობას შორის შეთანხმებას, სერბიასთან საზღვარზე ორი სადავო პოსტის გაკონტროლების შესახებ. ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, ნატო ამბობს, რომ სერბები დათანხმდნენ რეგიონში გზების ბლოკადის აღებას და ნატოს ჯარისკაცები, სულ ცოტა, სექტემბრის შუა რიცხვებამდე გააკონტროლებენ ორ სადავო საკონტროლო-გამშვებ პუნქტს სერბიასთან საზღვარზე. მაგრამ ნატოს და სერბების შეთანხმებას „მიუღებელი“ უწოდა კოსოვოს ეთნიკური ალბანელების მთავრობამ, რომელსაც სურს საზღვარზე ვაჭრობის გაკონტროლება. გასულ კვირაში რეგიონში შეტაკებები მოჰყვა კოსოვოს მთავრობის მიერ პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმების გაგზავნას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, სერბიიდან იმპორტის აკრძალვის ასამოქმედებლად. დაპირისპირების დროს დაიღუპა ალბანელი პოლიციელი და ეთნიკური სერბების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა ერთ-ერთ საკონტოლო-გამშვებ პუნქტს.
XS
SM
MD
LG