Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დანიშნეს შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელობა


თურქეთში დღეს დანიშნეს შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელი და არმიის, საზღვაო და საჰაერო ძალების ასევე ახალი სარდლები გასულ კვირაში გადამდგარი ოთხი გენერლის შესაცვლელად. გენერლების გადადგომა მოჰყვა მთავრობასთან მათს უთანხმოებას - მათ პროტესტი გამოთქვეს სამხედრო გადატრიალების მზადებაში ბრალდებით ასობით სამხედრო პირის პატიმრობაში ყოფნის გამო. დღეს გავრცელებული ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა დაამტკიცა კანდიდატურები, რომლებიც აირჩიეს უმაღლესი სამხედრო საბჭოს ოთხდღიანი შეხვედრის დასასრულს. თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა გენრალი ნეჩდეტ ოზელი, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა გასამხედროებულ ჟანდარმერიას.
XS
SM
MD
LG