Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ დაზვერვის თანამშრომელი შეიწირა


ავღანეთში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა დაზვერვის უწყების თანამშრომელი პაიენდა ხანი. ბომბი მის ავტომანქანაში იყო ჩადებული. დაიჭრა სამი ბავშვი. აფეთქება მოეწყო ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კუნდუზში, სადაც ორი დღის წინ, სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმისას მოკლეს ოთხი ავღანელი მცველი. ისინი გერმანულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული. ჩრდილოეთი ავღანეთი, ჩვეულებრივ, უფრო უსაფრთხოდ არის მიჩნეული, სამხრეთთან შედარებით, მაგრამ ბოლოდროინდელი იერიშების სერიის გამო სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას იქ შექმნილი ვითარებით.
XS
SM
MD
LG