Accessibility links

logo-print

კაიროში განახლდა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი


დღეს კაიროში განახლდა ეგვიპტის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰაბიბ ელ-ადლისა და პოლიციის ექვსი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნის სასამართლო პროცესი მას შემდეგ, რაც კაიროშივე გუშინ დაიწყეს დამხობილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გასამართლება. მუბარაკს, ელ-ადლისა და ექვს ყოფილ პოლიციელს ბრალად ედებათ ასობით დემონსტრანტის დახოცვის შესახებ განკარგულების გაცემა თებერვალში, როცა მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები მუბარაკის გადადგომის მოთხოვნით. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ისინი ოთხაშაბთს წარდგნენ სასამართლოს წინაშე, მუბარაკის ორ ვაჟიშვილთან ერთად. ამ უკანასკნელთ კორუფციაში ადანაშაულებენ. მუბარაკის სასამართლო პროცესი 15 აგვისტოს განახლდება.
XS
SM
MD
LG