Accessibility links

logo-print

ნიკა გილაური ”ძალიან კარგ მაჩვენებლად” აფასებს ინფლაციის ამჟამინდელ დონეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ”ძალიან კარგ მაჩვენებლად” აფასებს ინფლაციის ამჟამინდელ დონეს, რომელმაც ოფიციალური სტატისტიკით, ივლისში 8,5% შეადგინა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ წლის დასაწყისში უმთავრეს მაკროეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენდა სწორედ ინფლაცია, რომლის მაჩვენებელმა მაისამდე 14%-საც კი მიაღწია. პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო ბაზრის მსგავსად ფასებმა საქართველოშიც იკლო, რამაც ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 8,5%-მდე შეამცირა. ნიკა გილაური ვარაუდობს, რომ ინფლაციის შემცირების ტენდენცია მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება.
XS
SM
MD
LG