Accessibility links

logo-print

დააკავეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი


საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე, რომელსაც ბრალად ედება 20 000 ლარის ქრთამის აღება. პროკურატურის განმარტებით, ტაკიძე ასევე ბრალდებულია სამსახურეობრივ მფარველობაში ამავე მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსის მერაბ კურდღელაშვილისა, რომელიც თავის მხრივ, 180 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. დღეს პროკურატურამ კურდღელაშვილის აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG