Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლო განაგრძობს ბადრი ბიწაძის საქმის განხილვას


თბილისის საქალაქო სასამართლო ბადრი ბიწაძის დაუსწრებლად განაგრძობს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვას. სასაზღვრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ სამართალდამცავებზე თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. დღეს ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ სააგენტო GHN-ს განუცხადა, რომ სასამართლო 8 აგვისტოს მოწმის სტატუსით დაკითხავს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს, რომელსაც უწყება უკვე გაეგზავნა. თავის მხრივ, შოთა უტიაშვილმა ამავე სააგენტოს აცნობა, რომ სასამართლოსგან უწყება ჯერჯერობით არ მისვლია და მიღების შემთხვევაში პროცესზე აუცილებლად გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG