Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საელჩო არ ფლობს ინფორმაციას თბილისში სარკოზის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ


საფრანგეთის საელჩო საქართველოში ამ დროისთვის არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემოდგომაზე თბილისში დაგეგმილია პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი. ამის შესახებ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” საელჩოში განუცხადეს სომხეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობების კომენტირებისას. დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, სომხური პრესა დღეს იუწყება, რომ 7-9 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიას ეწვევა, ვიზიტს საქართველოდან დაიწყებს და შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG