Accessibility links

logo-print

სირიაში წუხელ ექვსი დემონსტრანტი დაიღუპა


აქტივისტებისა და თვითმხილველების ცნობით, სირიის უშიშროების ძალებმა წუხელ, სულ ცოტა, ექვსი დემონსტრანტი მოკლეს რამდენიმე საპროტესტო აქციის დროს. ნათელი არ არის, წუხელაც იყო თუ არა მსხვერპლი ცენტრალურ სირიაში მდებარე ქალაქ ჰამაში, სადაც რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც, სულ ცოტა, 100 ადამიანი დაიღუპა. ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო სირიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ამ ქვეყნის მმართველ რეჟიმს დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევაზე. გაეროს უშიშროების საბჭოს ეს პოზიცია ასახულია განცხადებაში, ანუ ნაკლებად მნიშვნელოვან დოკუმენტში, ვიდრე არის რეზოლუცია, რომლის შესრულებაც აუცილებლად ითვლება. აქტივისტების მონაცემებით, სირიაში 1700-მდე სამოქალაქო პირია მოკლული მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში დაიწყო პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები.
XS
SM
MD
LG