Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში გამოიძიებენ კრისტინ ლაგარდის როლს საფინანსო დავის მოგვარებაში


საფრანგეთში სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაიწყება ოფიციალური გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა როლი შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ერთ-ერთი საფინანსო დავის მოგვარებისას, საფრანგეთში ფინანსთა მინისტრობის დროს. რესპუბლიკის იუსტიციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნდა ჩატარდეს გამოძიება ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ ლაგარდის ზეგავლენით მიიჩნია მართებულად 285 მილიონი ევროს (407 მილიონი დოლარის) გამოყოფა ბიზნესმენისათვის, რომელიც სახელმწიფოს უჩიოდა. ლაგარდი უარყოფს ბრალდებას და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პირადად მან ნახა რაიმე სარგებელი არბიტრების გადაწყვეტილებით. ლაგარდი წელს, ივლისის დასაწყისში შეუდგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელად მუშაობას მას შემდეგ, რაც ამ პოსტიდან გადადგა დომინიკ სტროს-კანი სექსუალური ძალადობის ბრალდებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG