Accessibility links

logo-print

აშშ: სომალიში შიმშილით 5 წლამდე ასაკის 29 000-ზე მეტი ბავშვია დაღუპული


აშშ-ის შეფასებით, სომალის სამხრეთში გვალვისა და შიმშილის შედეგად 5 წლამდე ასაკის 29 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ბოლო 90 დღის განმავლობაში. ეს პირველი შემთხვევაა, რომ სომალის კრიზისის მსხვერპლის შესახებ ასეთი ზუსტი მონაცემი ვრცელდება. ეს ინფორმაცია კონგრესის კომიტეტს აშშ-ის მთავრობაში ჰუმანიტარული დახმარების უწყების წარმომადგენელმა, ნენსი ლინდბორგმა მიაწოდა. მანამდე გაერომ გაავრცელა ცნობა, რომ სომალიში გვალვას ათი ათასობით ადამიანი შეეწირა. სომალიში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა გართულებულია, ვინაიდან ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული რეგიონებიდან ბევრს ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფი ძალები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG