Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშნელი“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს დევნილების იძულებით გამოსახლება


„ამნესტი ინტერნეიშნელმა“ დღეს დილით გაავრცელა განცხადება და ანგარიში საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია: ”საქართველოს მთავრობამ უნდა შეაჩეროს იძულებით გადაადგილებულ პირთა იძულებით გამოსახლება და უზრუნველყოს ისინი ადეკვატური საცხოვრებლით”. ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში 29-გვერდიანია და მოიცავს ბოლო ორი წლის მანძილზე დევნილთა გამოსახლების დეტალებს. „ამნესტი ინტერნეიშნელი“ კვლავაც მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს დაიცვან საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები და თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება მისცენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია: ”იმ პირობებში, როცა დევნილთა დაუყოვნებლივ დაბრუნება შეუძლებელია, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციისთვის და შეთავაზოს მათ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები”.
XS
SM
MD
LG