Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”აფბა” გაერთიანებულ პროფკავშირებს უპირისპირდება


”აფბა” - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - გაერთიანებულ პროფკავშირებს უპირისპირდება და აცხადებს, რომ პროფკავშირები დასაქმებულთა ინტერესებს ვერ იცავს და ამიტომ უნდა გაუქმდეს. მის ნაცვლად კი ქმედუნარიანი ორგანიზაცია შეიქმნას. “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ჩვენს ქვეყანაში პროფკავშირული მოძრაობის გაძლიერებასა და მისი როლის ამაღლებას მოითხოვს”, - აღნიშნულია აფბას გაბცხადებაში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით ”აფბა” ვიღაცის დაკვეთას ასრულებს. იგი ახალგაზრდა ფინანსისტებს ურჩევს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობების ანგარიშებს გაეცნონ და უკეთ გაერკვნენ პროფკავშირების საქმიანობაში.
XS
SM
MD
LG