Accessibility links

logo-print

ბელორუსიას აკრიტიკებენ უფლებადამცველის დაპატიმრების გამო


ბელორუსიას აკრიტიკებენ უფლებადამცავ ორგანიზაცია „ვიასნას“ ხელმძღვანელის, ალეს ბიალიატსკის დაპატიმრების გამო. ხუთშაბათს ბელორუსიის ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა ბიალიატსკის ბინა, აგარაკი და ორგანიზაცია „ვიასნიას“ ოფისი, რის შემდეგაც ის დააკავეს და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდება წაუყენეს. „ვიასნა“ ბევრს მუშაობს ბელორუსიაში საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბიალიატსკის დაპატიმრების გამო პროტესტი გამოთქვა ლიტვის საგარეო უწყებამ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა კი ბელორუსიის ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლონ ბიალიატსკი და „უსამართლოდ დაკავებული“ სხვა პოლიტიკური პატიმრები. დაკავებული უფლებადამცველის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამაც, რომლის ვიცეპრეზიდენტიცაა ბიალიატსკი.
XS
SM
MD
LG