Accessibility links

logo-print

ევროპის ბაზრებზე ვარდნა გრძელდება


ევროპის საფინანსო ბაზრებზე გრძელდება აქციების გაუფასურება, რაც თან ახლავს გლობალურ ბაზრებზე აქციების დიდი რაოდენობით გაყიდვას. ინვესტორები შიშობენ, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკას მორიგი რეცესია ემუქრება, ხოლო ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისი შესაძლოა, იტალიასა და ესპანეთზეც გავრცელდეს. ევროპის წამყვან ბირჟებზე მაჩვენებლები ორ პროცენტზე მეტით დაეცა დილას, ვაჭრობის დაწყებისთანავე, აზიის საფინანსო ბაზრებზე ასეთივე დაცემის შემდეგ. ხუთშაბათს აშშ-ის საფინანსო ბაზარზე ყველაზე მკვეთრი ვარდნა აღირიცხა 2008 წლის საფინანსო კრიზისის შემდეგ: აშშ-ის აქციების კურსის წამყვანმა მაჩვენებელმა, დაუ ჯოუნსმა 500-ზე მეტი პუნქტი დაკარგა.
XS
SM
MD
LG