Accessibility links

ტაილანდს პირველად ჰყავს პრემიერ-მინისტრი ქალი


ტაილანდის პარლამენტმა პირველად აირჩია პრემიერ-მინისტრად ქალი - ინგლუკ შინაუატრა. 44 წლის ინგლუკ შინაუატრა არის დევნილობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტაქსინ შინაუატრას და. ეს უკანასკნელი დუბაის აფარებს თავს 2006 წელს ტაილანდში მის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ. ტაქსინ შინაუატრას პოპულისტურმა პოლიტიკამ მას დიდი მხარდაჭერა მოუპოვა ღარიბებს შორის. ბევრის შეფასებით, ახლაც, ფაქტობრივად, ტაქსინი და არა მისი და ხელმძღვანელობს პარტიას, რომელმაც ივლისის არჩევნებში გაიმარჯვა. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის დაწყებამდე, ინგლუკ შინაუატრას ტაილანდის მეფის მხარდაჭერაც სჭირდება.
XS
SM
MD
LG