Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დარჩიაშვილმა კომენტარი გააკეთა მედვედევთან ინტერვიუს თაობაზე


საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილისთვის სამწუხაროა, რომ დმიტრი მედვედევი ინდივიდუალურ პოლიტიკურ ფიგურად ვერ ჩამოყალიბდა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივის შესახებ მედვედევის მოსაზრებების კომენტირებისას დარჩიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს პიროვნების გაორება აქვს და სხვისი წესებით თამაში ახასიათებს. დავით დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკის პერსპექტივა რუსეთის მიმართ საერთაშორისო სამართალზე და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და პატივისცემის აუცილებლობაზეა დაფუძნებული.
XS
SM
MD
LG