Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ სირიაში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 10 ადამიანი დახოცეს


სირიის აქტივისტების ცნობით, დღეს, პარასკევის ლოცვის შემდეგ ქალაქების ქუჩებში ათი ათასობით დემონსტრანტი გავიდა, პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დასრულების მოთხოვნით. აქტივისტების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს და ცრემლმდენი გაზით დაუპირისპირდნენ. უფლებადამცველების თქმით, დამასკის ახლოს მოკლულია სულ მცირე 8 დემონსტრანტი. კიდევ ორი დემონსტრანტი, გავრცელებული ცნობებით, ქალაქ ჰომსში გამართულ დემონსტრაციაზე მოკლეს. ბოლო დღეებში უსაფრთხოების ძალებმა გააძლიერეს დემონსტრანტების მიმართ რეპრესიები, რომლებმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ცენტრალური სირიის ქალაქ ჰამაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ხუთშაბათს ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოუწოდა ევროპის და არაბულ სახელმწიფოებს, მეტ ზომას მიმართონ სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად. კლინტონმა ასადის რეჟიმი დაადანაშაულა 2000-ზე მეტი ადამიანის დახოცვაში.
XS
SM
MD
LG