Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ AAA საკრედიტო რეიტინგში დაქვეითდა



აშშ-ის წამყვანმა საკრედიტო სააგენტომ ერთი პუნქტით შეამცირა ქვეყნის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი. AAA-ს ნაცვლად ის გაიზომება AA-პლუსით, რითაც ვაშინგტონმა ჩინეთისა და, დავალიანების კრიზისის პირას მყოფი, ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. Standard & Poors-ის მიერ რეიტინგის დაქვეითება მოჰყვა საფონდო ბირჟებზე მომხდარ რყევებს, რაც თავის მხრივ 2 აგვისტოს ამერიკელი კანონმდებლების მიერ მიღებული აშშ-ს დავალიანების ლიმიტის გაზრდის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. აშშ-მა არა მხოლოდ დავალიანების ლიმიტი უნდა გაზარდოს, არამედ გრძელვადიანი ვალების ანაზღაურების სანდო გეგმა უნდა შეიმუშაოს. ვინაიდან ეს არ მოხდა, სარეიტინგო სააგენტოს თანახმად, აშშ-ის ფინანსური სისტემის მიმართ ნდობა უფრო ნაკლები გახდა, ვიდრე ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა და საფრანგეთი.
XS
SM
MD
LG