Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო სესიის ჩატარებას ითხოვს


უკრაინის ოპოზიცია მოითხოვს, ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო სესია ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებასთან დაკავშირებით. უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ოპოზიცურ პარტია „ბატკივშინის“ წევრის ნიკოლაი ტომენკოს თქმით, ეს ოპოზიციის ხელთ არსებული ერთადერთი საშუალებაა, წარმოადგინოს ალტერნატიული მოსაზრება ხელისუფლების უკანონობაზე. კიევში კი გრძელდება საპროტესტო აქციები კიევის სასამართლოს განჩინებით, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების წინააღმდეგ. საერთაშორისო ორგანიზაციები და უფლებათა დამცველები მოუწოდებენ უკრაინის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექსპრემიერ-მინისტრი და პატივი სცეს კანონის უზენაესობას.
XS
SM
MD
LG