Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISAF- ი ადასტურებს ნატოს შვეულმფრენის ჩამოვარდნას


დღეს ამერიკის სპეცდანიშნულების ძალების 31 სამხედრო მოსამსახურე და შვიდი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა დევიდ დოჰერთიმ დაადასტურა შვეულმფრენის ავარია. „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების შვეულმფრენი ჩამოვარდა დღეს აღმოსავლეთ ავღანეთში, სადაც გრძელდება საძიებო სამუშაოები. აისაფი სწავლობს ინციდენტის გამომწვევ გარემოებებს. არსებობს მონაცემები, რომ აღნიშნულ რაიონში მოქმედებდნენ მტრული ძალები.“ აღნიშნული საავიაციო კატასტროფა, რომელიც ვარდაკის პროვინციაში მოხდა, ყველაზე სისხლისმღვრელი ინციდენტია მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ძალებმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს ავღანეთში. ოფიციალურ განცხადებაში, კარზაიმ მიუსამძიმრა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მწუხარება გამოხატა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედროების გამო. მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG