Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის ადმინსტრაცია მედვედევის ინტერვიუს „ცინიკურს“ უწოდებს


რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ცინიკურად ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას , - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა. "პრეზიდენტმა მედვედევმა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა იმ სერიოზული მტკიცებულებებით გამაგრებულ ბრალდებებზე, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ტერორისტული აქტების მოწყობასთან არის დაკავშირებული. მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არც გამოუძიებია და არც აპირებს გამოიძიოს ეს დანაშაული და პასუხი აგებინოს მათ, ვინც ეს ჩაიდინა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "პიკს", "რაშა თუდეის" და "ეხო მოსკვის" ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც საქართველოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კვლავ არ აპირებს ხელი ჩამოართვას სააკაშვილს, რომელიც ცხინვალის რეგიონში ომის გაჩაღებასა და რუსეთის მოქალაქეების დახოცვაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG