Accessibility links

logo-print

ნორვეგიაში დაღუპული თამთა ლიპარტელიანი დაკრძალეს


ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე დაღუპული ქართველი თამთა ლიპარტელიანი დღეს ქუთაისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საგანგებოდ საქართველოში ჩამოსული ნორვეგიელი დიპლომატებიც დაესწრნენ. "ასე გაზრდილი პატარა ვარსკვლავი, რომელიც უნდა გასულიყო ცხოვრების დიდ გზაზე, უნდა ესახელებინა მშობლები და ქვეყანა, სრულიად აუხსნელი ჯოჯოხეთური ძალის შედეგად ჩამოშორდა ამ გზას, დაგვტოვა, დატოვა ოჯახი და ქვეყანა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. თამთა ლიპარტელიანი, რომელიც საქართველოში 4 აგვისტოს გადაასვენეს, ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკში, ტერორისტ ანდერს ბერინგ ბრეივიკის მიერ მოწყობილი სისხლიანი თავდასხმის შედეგად, დაიღუპა. ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტს ნორვეგიაში 69 ადამიანი შეეწირა. მათი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.
XS
SM
MD
LG