Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალელმა ისლამისტებმა მოგადიშუ დატოვეს


სომალის წამყვანმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ დედაქალაქ მოგადიშუს ნაწილი დატოვა. ექსტრემისტულ ორგანიზაციასა და აფრიკის კავშირის მშვიდობის დამცველებსა და სომალის მთავრობას შორის ბრძოლები წლების განმავლობაში გრძელდება. ისლამისტ მეამბოხეთა ალ შებაბის ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეიხ ალი მოჰამუდ რეიჯემ ერთ-ერთ კონტროლირებად რადიოსადგურს უთხრა, რომ დაჯგუფებამ მოგადიშუს ნაწილი დატოვა, თუმცა ინარჩუნებენ სხვა ქალაქებს. მიჩნეულია, რომ ალ შებაბის მჭიდრო კავშირები აქვს გლობალურ ტერორისტულ ქსელ ალ ყაიდასთან და იგი, ქვეყნის ყველაზე დამშეულ სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს. ექსტრემისტული დაჯგუფება 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ ცდილობს სომალის მთავრობის დამხობას. ძალადობის შედეგად ქვეყანაში ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG