Accessibility links

სირიაში წლის ბოლომდე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება


სირიაში წლის ბოლომდე ახალი პარლამენტის შემადგენლობა თავისუფალი არჩევნების შედეგად აირჩევა. ასეთი განცხადება დამასკოში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა გააკეთა უცხოეთის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ხუთშაბათს პრეზიდენტ ბაშარ ასადის განკარგულებით ქვეყანაში ნებადართული გახდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობა. ამასთანავე გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ძალის გამოყენებით ჩახშობა ქალაქ ჰამაში. შაბათ საღამოს სამთავრობო ძალებმა ქალაქს ცეცხლის გაუხსნეს ტანკებიდან. სააგენტო ფრანს პრესის თანახმად, ტანკები შევიდნენ ქალაქ დეირ-ეზ-ზორში, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. წინა დღით კი მასობრივი დემონსტრაციების ძალით ჩახშობის შედეგად სირიის სხვდასხვა ქალაქში 24 კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG